“საკითხს პარტნიორებთან განვიხილავთ” – პესკოვი სომხეთში პუტინის შესაძლო დაკავებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი სომეხ პარტნიორებთან განიხილავს საკითხს, მოხდება თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინის დაკავება, როგორც ამას ჰააგის საერთაშორისო სასამართლო მოითხოვს.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დღეს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსთან არის შესაბამისობაში. აღნიშნული თეორიულად ნიშნავს იმას, რომ, ჰააგის სასამართლოს 7 მარტს გაცემული ორდერის შესაბამისად, რესპუბლიკაში ვლადიმერ პუტინის დაკავებაა შესაძლებელი.

შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ პესკოვმა თქვა, “ამ საკითხს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები