ვირი „თებრო“ თბილისის ზოოპარკიდან – ოპერის სცენამდე…

თბილისის ზოოპარკს პოპულარული ვირი „თებრო“ ჰყავს. ცხოველმა უკვე ითამაშა რამდენიმე როლი დოკუმენტურ ფილმში, თეატრში და სხვა წარმოდგენებში. თებრომ დონ კიხოტის „სანჩო პანსას“ როლიც მოირგო. ასეთია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული „ვირი თებროს კარიერის“ მიმოხილვა:
„ეს თებროა. ჩვენი ვარსკვლავი. მისი ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს. თებრო პოლიციამ მოგვიყვანა. გზაზე ეპოვნათ უპატრონოდ. მოვუარეთ, ფერდები შევუვსეთ (დაახლოებით ისე, მაგდანამ რომ ლურჯა გამოზარდა) და ბოლოს ისეთი ლაზათიანი გოგო დადგა, ფილმში მონაწილეობაც კი შესთავაზეს. დიდხანს არ უფიქრია. მაშინვე დათანხმდა და ასე დაიწყო მისი სამსახიობო აღმასვლა. თებროს პირველი როლი ვირის როლი იყო დოკუმენტურ ფილმში. ნიჭიერი გოგონა მაშინვე შეამჩნიეს და თეატრშიც მიიწვიეს. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით სანჩო პანსას ვირის როლი ითამაშა „დონ კიხოტში“ (ეს როლი ისეთივე საოცნებოა ალბათ ვირებისთვის, როგორც, მაგალითად, ქალი მსახიობებისთვის – ჯულიეტა). თებროს კარიერული მწვერვალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იყო. ალბათ არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა ამ დიდ სცენაზე შედგა ჩლიქი… „

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები