ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Raiffeisen Bank-ს ​რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ავსტრიულ საბანკო ჯგუფს Raiffeisen Bank-ს რუსეთში ბიზნესის დახურვისკენ მოუწოდა.

Reuters-ის ცნობით, ევროპული ცენტრალური ბანკი დაჟინებით მოითხოვს საქმიანობის შეწყვეტისთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.

როგორც მასალაშია ნათქვამი, “რაიფაიზენ ბანკი” ასეთი გეგმის წარდგენას არ აპირებს, ხოლო ავსტრიელმა ჩინოვნიკებმა ევროპული ბანკის ქმედებები “არაგონივრულ ჩარევად” შეაფასეს.

Raiffeisen Bank-ის სპიკერმა თქვა, რომ საბანკო ჯგუფმა რუსეთში სესხები უკვე შეამცირა, აჩქარებს ბიზნესის შეფასებას და იკვლევს ვარიანტებს რუსული ბაზრიდან “კარგად მართული გასვლისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები