“უკრაინელებს შესაძლოა, არ მოუნდეთ ყველა ტერიტორიის დაბრუნება სამხედრო გზით” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ივარაუდა, რომ უკრაინის საზღვრების განსაზღვრაში დიპლომატია მომავალში ითამაშებს როლს, რადგან კიევმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, არ დააბრუნოს ყველა ტერიტორია სამხედრო გზით.

ამის შესახებ AFP წერს.

„ვფიქრობ, რომ უკრაინაში იქნება ტერიტორია, რომლისთვისაც უკრაინელები ადგილზე იბრძოლებენ; შესაძლოა, იქნება ტერიტორია, რომლის დაბრუნებასაც სხვა გზებით გადაწყვეტენ“, – თქვა დიპლომატმა აშშ-ის კონგრესში დასმული კითხვის საპასუხოდ.

რესპუბლიკური პარტიის სპიკერის, კრის სტიუარტის კითხვის საპასუხოდ – უჭერს თუ არა მხარს შეერთებული შტატები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყირიმის დაბრუნების მცდელობაში, ბლინკენმა თქვა, რომ „თუ ჩვენი ვალდებულება და ჩვენი შეთანხმება ზელენსკისთან არის ის, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ყველაფერში, რისი მიღწევაც სურთ, მათ შორის, ყირიმში რუსეთის ყოფნის სრული არარსებობა – მაშინ ჩვენ ვითხოვთ სამყაროს, რომელშიც ბევრი ტკივილი იქნება.“

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უნდა იყოს უკრაინელების გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორი მომავალი სურთ და ეს ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას“.

”რაც ჩვენ არ გვინდა, ყველას ინტერესებიდან გამომდინარე, არის ის, რომ დარეგულირება მოხდეს ისეთ წერტილში და იმგვარად, რომ უბრალოდ მოხდეს რუსების გადატვირთვა, ხელახლა შეიარაღება და ხელახალი შეტევა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები