ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა დრონი გამოსცადა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია
ჩრდილოეთ კორეამ ახალი წყალქვეშა დრონი გამოსცადა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.
Yonhap-ის ცნობით, აპარატის ტესტირება 21-დან 23 მარტამდე ჩატარდა.
აღნიშნულია, რომ “ტესტირების დროს ზუსტად შეფასდა ბირთვული უპილოტო დამრტყმელი აპარატის მუშაობის ყველა მახასიათებელი და სანავიგაციო ტექნიკური ინდიკატორი, გადამოწმდა საიმედოობა და უსაფრთხოება, სრულად დადასტურდა ლეტალური დარტყმის შესაძლებლობები“.
დაზუსტებულია, რომ სტრატეგიული წყალქვეშა ბირთვული იარაღის მისიაა – ოპერატიულ ზონაში ფარულად ჩაძირვა და წყალქვეშა აფეთქებით სუპერ ძლიერი რადიოაქტიური ტალღის გამოწვევა, მტრის გემების ჯგუფებისა და ოპერაციის ძირითადი პორტების განადგურებისთვის.