პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება, თუმცა პროცესის გაჭიანურება ჩინეთის პოზიციის გამო მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„[საუბარი] გეგმებში არის. ორგანიზაციულად ამით პრეზიდენტის ოფისიც და საგარეო საქმეთა სამინისტროს არიან დაკავებულნი – ერმაკიც და კულებაც. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა დღეს ომის არასწორი დასრულების შედეგების ახსნა პრაქტიკულად არავის არ შეუძლია, რადგან პრეზიდენტი ძალიან მკაფიო აქცენტებს აკეთებს როგორც ჩვენს მოკავშირეებთან, ასევე, მათ შორის, ნეიტრალურ ქვეყნებთანაც“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებაში გარკვეული სირთულეები არსებობს, რადგან ჩინეთს, ამ მომენტში, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო საკითხების მოგვარებაში მისი მონაწილეობის დონის შესახებ მკაფიო პოზიცია არ აქვს.
„ეს საკმაოდ რთულია. საქმე ისაა, რომ ჩინეთმა ჯერ ვერ იპოვა თავისი ახალი პოლიტიკური ადგილი. ანუ, სურს თუ არა საკუთარ თავზე რუსეთსა და უკრაინას შორის დარეგულირების საკითხის აღება, თუ მაინც ფრთხილად გვერდით იდგება. როგორც მესმის, ჩინეთმა საკუთარი თავში ეს ჯერ ვერ გაარკვია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.