საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნონ

International Olympic Committee (IOC) president Thomas Bach attends a meeting at the Olympic House in Lausanne, Switzerland, on December 5, 2022. (Denis Balibouse/Pool/AP/FILE)

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დაიცვან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა 2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული კომენტარი ბახმა ესენში, გერმანიაში გამართულ პოლიტიკურ ფორუმზე გააკეთა.

„თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან.

ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალური, მაგრამ არა აპოლიტიკური. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკა მართავს მსოფლიოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა ჩავრთოთ ჩვენს აზროვნებაში.

თუ სპორტსმენებს პოლიტიკური მიზეზების გამო გავრიცხავთ, საერთაშორისო სპორტული სისტემის დაცემის წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლების ადგილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები