ესტონეთის პრემიერი: უკრაინაში საბრძოლო მასალის სწრაფ მიწოდებას შეუძლია ომის კურსი შეცვალოს
ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, როგორიცაა პოლიტიკური ზეწოლა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის სამხედრო დახმარება და ა.შ., რათა რუსეთი აიძულონ, რომ ომი დაასრულოს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება.
კაია კალასმა უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის დროულად მიწოდების გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.