“მაღალჩინოსნები აბსოლუტური იმუნიტეტით სარგებლობენ” – მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ სამხრეთ აფრიკა პუტინს არ დააკავებს
რუსეთში დარწმუნებულები არიან, რომ BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკა ნებისმიერი დონის დელეგაციებს მუშაობას უზრუნველყოფს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
“დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მეგობარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აგვისტოში დაგეგმილ სამიტს უმაღლეს ორგანიზაციულ დონეზე გამართავს და BRICS-ის ყველა პარტნიორის დელეგაციის ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქმედებები „ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით იურიდიულად ბათილია“ და დასძინა, რომ „რაც შეეხება გარე სამყაროს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეები სარგებლობენ იმუნიტეტით, ხოლო მაღალჩინოსნები – აბსოლუტური იმუნიტეტით.”