ჩეხეთმა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვა 2024 წლის აპრილამდე გაახანგრძლივა

ჩეხეთის მთავრობამ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის, ასევე, გრძელვადიან  ბინადრობის ნებართვის აკრძალვა 2024 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ჩეხეთის რადიო მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

განმარტებულია, რომ ახალი აკრძალვა ასევე შეეხება რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც  არიან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები.

გარდა ამისა, ძალაში დარჩება ტრანზიტთან დაკავშირებული აკრძალვა. კერძოდ, ჩეხეთის აეროპორტებში ტრანზიტი შესაძლებელია მხოლოდ შენგენის მფლობელებისთვის, ყველა დანარჩენს სატრანზიტო ვიზა დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები