დააკავებს თუ არა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პუტინს – მოსკოვთან კონსულტაციები გაიმართება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს.

ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა, ნალედი პანდორმა განაცხადა, – იტყობინება რუსული მედია.

კონსულტაციები გაიმართება BRICS-ის სამიტამდე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აგვისტოში უნდა ჩატარდეს და რომელზედაც ვლადიმერ პუტინიც არის მიწვეული.

„ჩვენი კანონმდებლობის დებულებებს შევისწავლით. შესაძლოა, გვექნება დისკუსიები მინისტრთა კაბინეტში, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან რუსეთში, რომ განვსაზღვროთ – როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა პანდორმა.

სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. ქვეყანა ვალდებულია, შეასრულოს მისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჰააგას ის ადამიანები გადასცეს, რომელთა დაპატიმრების ორდერია გაცემული.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა 22 მარტს განაცხადა, რომ “სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის გადაწყვეტილება კრემლს ჯერ არ მიუღია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები