მედვედევი რაკეტებით ბუნდესტაგს და გერმანიის კანცლერს დაემუქრა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავება არარეალური სცენარია, მაგრამ თუ ეს მოხდება, ეს იქნება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრიმ მედვედევმა.

„წარმოვიდგინოთ: ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და დააკავეს. ეს რა არის? რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება!“ – თქვა მან და განმარტა, რომ “ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა საშუალება, რაკეტები და სხვა, გაფრინდება ბუნდესტაგში, კანცლერის ოფისში და ა.შ.”

მედვედევმა გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკ ბუშმანის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც გამოაცხადა, რომ მზად არის, ICC-ის მოთხოვნა შეასრულოს და დააკავოს პუტინი, თუ „ის გერმანიის ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს”.

„ესმის მას, რომ ეს არის casus belli, რომ ეს არის ომის გამოცხადება? თუ ცუდად სწავლობდა?”, – იკითხა მედვედევმა.

მან კიდევ ერთხელ უწოდა ICC-ს “სამართლებრივი არარაობა” და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება “ქმნის კოლოსალურ ნეგატიურ პოტენციალს” რუსეთის ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ცუდი ურთიერთობების ფონზე.

მიმდინარე კვირის დასაწყისში მედვედევმა თქვა, რომ პუტინის დაკავების შემთვევაში ჰიპერბგერითი რაკეტების სამიზნე ჰააგის სასამართლოს შენობა იქნება, ასევე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს რაკეტებით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები