ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი რაშტის ჩრდილო-დასავლეთით 51 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

დასახლებულ პუნქტში 10,7 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები