ესტონეთის პრემიერი: ნატოს ქვეყნები უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადონ

Estonian Prime Minister Kaja Kallas attends news conference in Tallinn, Estonia February 3, 2023. REUTERS/Ints Kalnins

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატოს ქვეყნები უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადონ.

ესტონეთის მთავრობის მეთაურმა მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

„რუსეთი მოემზადა ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ“, – წერს კალასი „ტვიტერზე“.

ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები 2%-იანი ბარიერის მიღმა.

„ესტონეთმა თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა და 2024 წლისთვის მშპ-ს 3%-ს მიაღწევს. მშპ-ს 2% თავდაცვის ხარჯებში უნდა იყოს მინიმუმი და არა მაქსიმუმი“, – აღნიშნა კაია კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები