თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი გააკეთა

თურქეთის ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო საბჭოში(ცესკო) პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადი შეიტანა.

ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

21 მარტს კანდიდატად დასარეგისტრირებლად საბუთები რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეიტანა.

ანალიტიკოსების აზრით, ორივე კანდიდატი გახდება მთავარი კონკურენტი.

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამ დროისთვის პრეზიდენტობის 12 კანდიდატი დაარეგისტრირა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები