რუსეთმა კურილიის კუნძულებზე სარაკეტო სისტემების დივიზია განათავსა

რუსეთმა კურილიის ერთ-ერთ კუნძულ პარამუშირში სარაკეტო სანაპირო კომპლექსების “ბასტიონის” დივიზიონი განათავსა.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში თავდაცვის გასაძლიერებლად გადაიდგა.

შოიგუს თქმით, “ბასტიონის” სისტემა კურილიის კუნძულების ჯაჭვის გარშემო რუსეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები