“2024 წლის არჩევნები იქნება მძიმე, საზღვარგარეთ მყოფი ოპოზიციონერი ნაბიჭვრები ტერაქტებისთვის ემზადებიან” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნისთვის 2024 წელი იქნება მძიმე, რადგან იგეგმება არჩევნები, რომლებზეც საზღვარგარეთ მყოფი ოპოზიცია განსაკუთრებით ემზადება.

“2024 წლის დასაწყისი ჩვენთვის ადვილი არ იქნება. ჩვენ ამას გავუმკლავდებით, მაგრამ მოდუნება საჭირო არ არის, რადგან ეს ნაბიჭვრები, რომლებიც გაიქცნენ, რამდენიმე ასეული ყველაზე აქტიური, ემზადებიან”, – თქვა მან.

მისი მტკიცებით, საზღვარგარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები ტერაქტების გეგმებს ავითარებენ, რომ “ფული გამოიმუშაონ, აჩვენონ თავიანთ სპონსორებს, რომ არამხოლოდ ტელეგრამ-არხებზე შეუძლიათ პოსტების წერა”.

“მიზანი კი ერთია – ომი. ისე, ასე, სცადეს, აჯანყება, ფერადი რევოლუციები, ომი მედიაში. მაგრამ მხოლოდ ერთი ბერკეტი შერჩათ – იარაღის აღება”, – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსში 2024 წლის 25 თებერვალს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, 60 დღის შემდეგ კი – სრულიად ბელარუსის სახალხო კრების არჩევნები. არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივლისისა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები