რუსების მიერ ზაპოროჟიეს დღევანდელ იერიშს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა – 25 დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დღევანდელი დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, 25 – დაშავებული, მათგან ორი ბავშვია.

როგორც ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა დაწერა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ორი კორპუსი დაბომბეს.

კურტევის თქმით, დაშავებულთა შორის არიან 7 და 9 წლის ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები