ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ გორგანის ჩრდილოეთით 56 კილომეტრში, 40 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქალაქში 350 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები