“რუსეთს უკრაინიდან 16 ათასზე მეტი ბავშვი ჰყავს დეპორტირებული” – უკრაინის ბავშთა ომბუდსმენი

რუსეთს უკრაინიდან, 22 მარტის მდგომარეობით, 16 226 ბავშვი ჰყავს დეპორტირებული.

თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების საკითხებში კომისარმა, დარია გერასიმჩუკმა DW-ს განუცხადა, ეს რიცხვი შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს.

„ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ რიცხცები, ეს არის სახელობითი სია, რომელიც მშობლების, ნათესავების, ადგილობრივი ხელისუფლების ან მოწმეების განცხადებებით არის შედგენილი. ინფორმაციას შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ და თითოეულ ბავშვზე აღძრულია საქმე. ეს არის დაფიქსირებული მონაცემები. მაგრამ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და ჩვენ იქაურ მდგომარეობასთან წვდომა არ გვაქვს, ამიტომ, მოქალაქეები მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შეძლებენ ნათესავების დაკარგვაზე განაცხადის გაკეთებას. ამიტომ, საქმე შესაძლოა, გვქონდეს რადენიმე ათასს გატაცებულ ბავშვთან”, – თქვა მან.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები