ბექა ფერაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა.
შრომის ინსპექტიიც ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს სამსახურის მანდატი გააცნო. ლექციის მთავარი თემა კი შრომითი ნორმები იყო, რომელიც მათ როგორც დასაქმებულებს, აქტიურ შრომით ბაზარზე გასვლისას უნდა იცოდნენ.
„შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდა და მასზე განხილული იყო შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა, კერძოდ საუბარი შეეხე სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესს, შვებულების უფლებით სარგებლობის წესსა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.