პორტუგალიის სანაპიროსთან დიზელისა და საავიაციო საწვავის გადამზიდი ტანკერი იწვის

პორტუგალიის სანაპიროსთან ტანკერს უკიდია ცეცხლი, რომელსაც დიზელი და საავიაციო საწვავი გადააქვს.

ამის შესახებ პორტუგალიის საზღვაო ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი – Greta K, ჩრდილოეთ პორტუგალიის ლეიქსოს პორტში მიემართებოდა.

ტანკერზე ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული, ეკიპაჟის 19 წევრიდან 7 ბორტზე რჩება.

პორტუგალიის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ აკვირდებიან ტანკერს, რათა გარემო არ დაბინძურდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები