ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ქალაქ იშკაშიმთან 21 მარტს მომხდარი 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 44 ადამიანია დაშავდა.

ამის შესახებ The News ქვეყნის კატასტროფების მართვის სამმართველოზე დაყრდნობით წერს.

მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთში, პაკისტანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

პაკისტანში მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთის რიგ რეგიონში იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები