იაპონიის პრემიერმა პუტინს კიევიდან მიმართა

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია.

კიევში ვიზიტის დროს, იაპონიის მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ თებერვალში, G7 სამიტზე, ისევე – როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებისას, ტოკიო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებდა, გაეყვანა უკრაინიდან ჯარის მთლიანი შემადგენლობა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, გაითვალისწინოს გლობალური საერთაშორისო თანამეგობრობის ეს პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მან.

კიშიდამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია თანმიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ღრმავდება და ფართოვდება.

„ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და დღეს შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობების დონე ავამაღლოთ სპეციალურ გლობალურ პარტნიორობამდე“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა.

ფუმიო კიშიდა კიევში 21 მარტს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები