გამოკითხვის შედეგად, თურქეთის მოსახლეობის 79 %-ს რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვა სურს

კომპანია Metropoll-ის გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის მოქალაქეების 79%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა უნდა აიკრძალოს.

ამის შესახებ გამოკითხვაზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.

კვლევაში 28 პროვინციიდან 2118 ადამიანი მონაწილეობდა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვის საკითხმა შესაძლოა, პოლიტიკური ელფერი შეიძინოს, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

მარტში მმართველმა პარტიამ საკითხის შესწავლის წინადადება, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფის მიერ იყო შეთავაზებული – უარყო.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს თურქული ქონების ძირითადი უცხოელი მყიდველები რუსები იყვნენ: მათ შეიძინეს 16 312 სახლი, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. რუსებთან გარიგებების რაოდენობამ თითქმის მეოთხედი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები