იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის სამიტზე მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო მიწვევა, მონაწილეობა მიიღოს მაისში G7-ის ქვეყნების ჯგუფის სამიტში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართება, – ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ კიშიდა ფუმიოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ მიმიწვია მონაწილეობა მივიღო შვიდთა ჯგუფის სამიტში, რომელიც მაისშია დაგეგმილი ქალაქ ჰიროშიმაში. მე მივიღე მოწვევა ონლაინ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფის რიგით 49-ე სამიტი 19-21 მაისს, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები