იენს სტოლტენბერგი: ნატომ დაინახა გარკვეული ნიშნებები იმისა, რომ რუსეთმა ჩინეთისგან ლეტალური იარაღი მოითხოვა

ნატომ „დაინახა გარკვეული ნიშნები“ იმისა, რომ რუსეთმა ჩინეთისგან ლეტალური დახმარება მოითხოვა, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი გააძლიეროს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს აწვდის, მაგრამ ჩვენ დავინახეთ გარკვეული მინიშნებები, რომ ეს იყო რუსეთის მოთხოვნა და ეს არის საკითხი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება პეკინში განიხილავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ჩინეთმა რუსეთს ლეტალური დახმარება არ უნდა გაუწიოს, რადგან ეს უკანონო ომის მხარდაჭერა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები