გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არის ამ მომენტში კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გულის მოგება გააზრების გარეშე

ვადამდელ არჩევნებზე ახლა საუბარი არის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ამ მომენტში გულის მოგება გააზრების გარეშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებს ორი წლის წინ ემხრობოდა.

„არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება – პოლიტიკურ პარტიებზე არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. შეიძლება, მოხდეს მოვლენები, როდესაც საზოგადოება ამ ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის, როცა ის დადგება. მინიმუმ 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც. ამიტომ, მე ხშირად მგონია, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არის ამ მომენტში, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გულის მოგება გააზრების გარეშე,“ – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები