იაპონიის პრემიერმინისტრი კიევშია

იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების მიზნით ჩავიდა.

ამის შესახებ იაპონური ტელეარხი – NHK იტყობინება.

კიშიდა უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა. ბაქანზე მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯაპაროვა და იაპონიის ელჩი შეხვდნენ.

მოსალოდნელია, რომ ​კიშიდა და ზელენსკი უკრაინის რეკონსტრუქციაში იაპონიის მხარდაჭერას განიხილავენ.

კიშიდა G7-ის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში ჯერ არ ჩასულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები