სი ძინპინმა პუტინი ჩინეთში მიიწვია

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი წელს პეკინში მიიწვია, სადაც გაიმართება მესამე საერთაშორისო ფორუმი – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა მოსკოვში, რუსეთის პრემიერ მიხეილ მიშუსტინთან შეხვედრაზე თქვა.

„გუშინ პრეზიდენტი პუტინი მივიწვიე მისთვის სასურველ დროს, რადგან წელს ჩინეთი უმასპინძლებს მესამე საერთაშორისო ფორუმს – „ერთი სარტყელი – ერთი გზას“. პრეზიდენტმა პუტინმა მონაწილეობა წინა ორ ფორუმში მიიღო”, – თქვა ჩინელმა პოლიტიკოსმა.

პროექტი “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ჩინეთის ხელისუფლებამ 2013 წელს აღმოსავლეთსა და ევროპასთან ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით შექმნა, რომ მოხდეს ორი ძირითადი პროექტის განხორციელება – ხმელეთზე “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი” და “21-ე საუკუნის საზღვაო მარშრუტი”.

ამჟამად, პროექტი მოიცავს აზიის, აფრიკისა და ევროპის 78 ქვეყანას, მისი დახმარებით ჩინეთი აპირებს – დაიპყროს ახალი ბაზრები და გააფართოოს თავისი გავლენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები