სარჯველაძე: აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში

აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის) მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოყალიბებულია, რომ ამ გზით სვლა არის მართებული.

„პროცედურებია განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება იმ მოვლენებზე, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. სწორი მიდგომაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, იმ ფორმატებით, რომლებიც შექმნილია თანამედროვე კაცობრიობის მიერ სამართლებრივი ინსტრუმენტების სახით, პასუხს სცემს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად. ვფიქრობ, აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ამას დავაკვირდებით. წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ იქნება მართებული. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოყალიბებულია, რომ ამ გზით სვლა არის მართებული და სწორი მიმართულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები