ჯოზეფ ბორელი: ჰააგის გადაწყვეტილება რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

High Representative of the European Union for Foreign Affairs and Security Policy Josep Borrell speaks to members of the media as he attends a European Union (EU) Foreign Ministers' meeting in Brussels, Belgium January 23, 2023. REUTERS/Johanna Geron

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება.

მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები