ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სასამართლოს განჩინების თანახმად, ICC-ი პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმერ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ინდივიდუალურად არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი აღნიშნულ დანაშაულებზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები