რუსი სენატორი: რუსეთმა ICC-ის ყველა მოსამართლის დაპატიმრების ორდერი უნდა გასცეს

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თვითლიკვიდაციის გზას დაადგა“, – ასე ეხმაურება რუსი სენატორი ანდრეი კლიშასი, ჰააგის სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

რუსმა სენატორმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „აბსურდული“ უწოდა.

„ICC-ს ორდერს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ახლა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრი ქვეყანაც არ ცნობს ICC-ის იურისდიქციას. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილების მიღებით, ICC   თვითგანადგურების გზას დაადგა.

რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გასცეს დაპატიმრების ორდერი სისხლის სამართლის სასამართლოს ყველა „მოსამართლისთვის“, – წერს სენატორი.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები