მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლო დაპატიმრების ორდერი იურიდიულად ბათილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით. რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“ იურიდიულად ბათილი იქნება ჩვენთვის“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.