93 წლის ასაკში მან ბუკინგემის სასახლის ასლი მოქსოვა

93 წლის ინგლისელმა, მარგარეტ სიმენმა შალის ძაფისგან ადამიანის სიმაღლის ზომის ბუკინგემის სასახლის ასლი მოქსოვა. ეს ხელოვნების ნიმუში 2,4/1,5 მეტრის ზომისაა და ნორიჩის გამოფენაზეა გამოტანილი, სადაც მარგარეტი ცხოვრობს.

Buckingham Palace

ბუკინგემის სასახლის ფასადის დასამზადებლად მარგარეტს 8 თვე დასჭირდა.

Knitted soldier in sentry box
ორი წლის წინ მან სხვა სამეფო რეზიდენციის, სანდრინგემის ზუსტი ასლი მოქსოვა. როგორც მარგარეტი ამბობს, რომელსაც უკვე 13 შვილთაშვილი ეზრდება,  ბუკინგემის სასახლე მისი ბოლო ნამუშევარი იქნება.
Knitted replica of Buckingham Palace
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან მიძნელდება ბევრი საუბარი, ხმა მეკარგება, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნოა“,- ამბობს მარგარეტი.
გამოფენაზე ზოგიერთი ადამიანი გაოცებული უყურებს მის ნამუშევარს და შემდეგ ტირილს იწყებს. როდესაც მარგარეტ სიმენმა სანდრინგემის სასახლე მოქსოვა, მაშინ მან პირადად გაიცნო დედოფალი ელიზაბეთ II.
„ეს ყველაზე საუკეთესო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე მოულოდნელად, უბრალოდ ვიღაც შემოვიდა, გვერდით დადგა, მე კი ვერც შევამჩნიე, რომ ეს დედოფალი იყო“, – იხსენებს მარგარეტი.
როგორც მისი ქალიშვილი იხსენებს, როდესაც მარგარეტი დედოფალს შეხვდა, მათ შორის უბრალოდ კარგი საუბარი შედგა, მაგრამ შემდეგ მარგარეტს სულ აკანკალებდა.
მარგარეტი თავისი ნამუშევრების მეშვეობით ქველმოქმედებისთვის აგროვებს ფულს. როგორც თავად დაიანგარიშა, უკვე ასი ათასი ფუნტი მოაგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები