გერმანიის ელჩი: საქართველოს მომავალშიც უნდა ჰქონდეს გერმანიის იმედი პროფესიული კადრების განათლების საქმეში

გერმანიის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები პროფესიული განათლების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი მომავლის შესახებ სასაუბროდ საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გერმანია ამჟამად მხარს უჭერს ამ მიმართულებას სამშენებლო და ლოგისტიკის, ასევე ღვინისა და ტურიზმის სფეროს სამი ცენტრის მშენებლობით და მომავალშიც სისტემურ დახმარებას გაუწევს ქართულ მხარეს კერძო საწარმოების ამ პროექტში ჩართვის მხრივ, ასევე მხარს დაუჭერს პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობასა და სექტორული უნარების ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.

“საქართველოს მომავალშიც უნდა ჰქონდეს გერმანიის იმედი პროფესიული კადრების განათლების საქმეში”, – აღნიშნა ელჩმა, პეტერ ფიშერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები