ნობუტაკა იოშიზავას „კოტოს“ მუსიკალური საღამო გაიმართება
17 მარტს, 19:30 საათზე, იაპონიის საელჩო საქართველოში ნობუტაკა იოშიზავას „კოტოს“ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იაპონელი კოტოს შემსრულებელი ნობუტაკა იოშიზავა (დაბ.1982) არაერთხელ ყოფილა მიწვეული როგორც ტრადიციული კოტოს შემსრულებლად, ისე თანამედროვე ნამუშევრების დასაკრავად იაპონიაში და საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: საფრანგეთში, ვენაში, შეერთებულ შტატებში, ფინეთში, პორტუგალიაში, თურქეთში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კორეაში. 2013 წელს კი მან პარიზის კონსერვატორიაში ჩაატარა კოტოს ლექციები, პროფესორ ჯერარდ პესონის კომპოზიციის კლასში.
იაპონიის ტოკაის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დასრულების შემდგომ, ის 2010 წელს წავიდა ტოკიოს თანამედროვე ანსამბლის აკადემიაში, სადაც აირჩიეს ერთ-ერთ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსად. მან აგრეთვე, არაერთი ჯილდო და სტიპენდია მიიღო კულტურის საქმეთა სააგენტოსგან (2006წ.), კენჯუნის ჯილდო (2008წ.), უცუნომიას მოქალაქის პრიზი (2009წ.) და ტოჩიგის მომავალი ელჩის ჯილდო (2016წ.).
ბოლო წლებში ნობუტაკა იოშიზავა ასრულებდა საგანმანათლებლო და საზოგადოების ჩართულობის პროგრამისთვის, როგორც ტოკიოს ბუნკა კაიკანის მუსიკალური სემინარის ლიდერი.
ამჟამად იგი დასაქმებული ლექტორია მუსიკის კურსზე, ხელოვნების დეპარტამენტში, ჰუმანიტარული და კულტურის სკოლაში, ტოკაის უნივერსიტეტში. მას კოტოს მუსიკაზე აქვს საკონცერტო პროექტი, სახელად „ნობუ-ლაბი“.