“12 პუნქტიდან დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია საკმაოდ მაღალი ხარისხით და ჩვენ მივდივართ იმ პროცესისკენ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ყველა პუნქტი შესრულდება” – გივი მიქანაძე

12 პუნქტიდან დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია საკმაოდ მაღალი ხარისხით და ჩვენ მივდივართ იმ პროცესისკენ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ყველა პუნქტი შესრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიზანმიმართულად აარიდა თავი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მონაწილეობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ არის ის ძირითადი დესტრუქციული ძალა, რომელიც პირველივე დღიდან, როდესაც ევროკომისიამ განსაზღვრა 12-პუნქტიანი გეგმა, მიზანმიმართულად და დამაზიანებლად თავი აირიდა პროცესებში მონაწილეობისგან“, – აღნიშნა მიქანაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები