ირაკლი კობახიძე: თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, ამაზე ინფორმაციას გაგიზიარებთ
“თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში ყველაფერი კარგადაა.
„უმრავლესობის გუნდში ზოგადად ყველაფერი ძალიან კარგადაა. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა“, – განაცხადა კობახიძემ.