“რუსეთი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში არ ერევა, ვისურვებ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყოს, ჩვენი მეზობლები არიან” – ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მტკიცებით, რუსეთი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში არასდროს ერევა.

ამის შესახებ მან “უცხოური აგენტების შესახებ” საქართველოში უკან გაწვეულ კანონზე “ტელეგრამში” დაწერა.

“ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. 2012 წელს რუსეთში მივიღეთ ფედერალური კანონის ნორმები უცხოელი აგენტების შესახებ, ისინი უფრო ლიბერალურია, ვიდრე შეერთებულ შტატებშია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ნორმები გაგვეუქებინა”,- წერს დეპუტატი.

მისი თქმით, რუსეთს საქართველოსთან რთული ურთიერთობა აქვს, საპარლამენტთაშორისო დონეზე კომუნიკაცია არ არსებობს, “მაგრამ, მიუხედავად ამისა, მინდა ვისურვო, რომ საქართველო იყოს სუვერენული სახელმწიფო.
ისინი ჩვენი მეზობლები არიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები