რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ტერიტორიაზე კვლავ რჩება პოლიცია. მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
შეგახსენებთ, თბილისში მოქალაქეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, რომელსაც მხარი პარლამენტმა 7 მარტს დაუჭირა.