რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს და მას დემონსტრაციულად ცეცხლი წაუკიდეს.
მანამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
სამართალდამცველები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ, თუმცა პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი წასვლას არ აპირებენ.