რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაიძაბა – აქციის მონაწილეებმა ტერიტორია ნაგვის ურნებით ჩახერგეს

რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს იყენებს.

აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიის სავალი ნაწილი ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნებით ჩახერგეს. ისინი ცდილობენ წყლის ჭავლისაგან თავი დაიცვან. პერიოდულად ისმის რეზინის ტყვიების ხმა.

სამართალდამცველები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს დაშლისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოქალაქეებს მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით აფრთხილებენ.

როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები