აქციის მონაწილეების ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლა, ნაწილი კი, კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება

სპეცრაზმმა პარლამენტის ორივე შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლა.

ჩიტაძისა და 9 აპრილის ქუჩაზე ე.წ. რობოკოპები არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, ნაწილი ამ დროისთვის პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმყოფება.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები