სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს
სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
ცოტა ხნის წინ, მომიტინგეთა ნაწილმა პარლამენტის ეზოში მყოფ სპეცრაზმის წარმომადგენლებს ქვები ესროლეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობას კვერცხებს ესვრიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს და შენობის შესასვლელებთან არიან განლაგებულნი.