პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირებას იწყებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მომიტინგეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებისთვის მათ მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
„ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას: მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარეშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების მოთხოვნები გააჟღერა. ისინი საკანონმდებლო ორგანოდან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ, აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი, მათ ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა მისცეს.