თბილისის ქუჩებში პლაკატები წარწერით – „უსამშობლო მოღალატეები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“ გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით – „უსამშობლო მოღალატეები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. პლაკატებზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები. აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” კანონპროექტებს აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები