ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო

“დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ვითარება ჩამოყალიბდა, მაშინ ჩვენ გვახსოვს, რომ პირდაპირი ზეწოლა იყო საქართველოზე, რომ ჩვენ აქტიური უნდა ვყოფილიყავით რუსეთის წინააღმდეგ – დაწყებული ეკონომიკური სანქციებიდან, დამთავრებული მოხალისე მეომრების გაგზავნით და ა.შ. იქ უფრო მძიმე და პირაპირი გზავნილებიც იყო. მაშინ მიზანი იყო ერთი – ფიქრობდნენ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელი იქნებოდა და რაც მეტი მხრიდან მოხდებოდა შეტევის განხორციელება, მით უფრო დაასუსტებდა ეს რუსეთს. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს იქნებოდა საქართველოსთვის აბსოლუტურად დამაზიანებელი, დამანგრეველი და დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ „შუა დერეფნისთვისაც“ აბსოლუტურად დამაზიანებელი. დღეს, „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები