“უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ორი-სამი ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს” – ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან რამდენიმე ტიპის უახლესი თაობის გამანადგურებლებს აუცილებლად მიიღებს, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა Bild-თან ინტერვიუში.
თვითმფრინავების მიწოდებაზე გერმანიის მთავრობის კატეგორიული უარის კომენტირებისას, მინისტრმა თქვა, რომ გერმანია ასევე ბოლო დრომდე უარს აცხადებდა ტანკების გადაცემაზე.
”ახლა ჩემს ქვეყანაში “ლეოპარდებია”, პირადად გამოვცადე “ლეოპარდი” გერმანიიდან”, – თქვა მან.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ორი-სამი ტიპის გამანადგურებელს მიიღებს, მაგრამ მხოლოდ ერთი გახდება ძირითადი.
“ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელია უკეთესი უკრაინისთვის, ჩვენი აეროდრომებისთვის, ჩვენი ინჟინრებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის”, – განმარტა მინისტრმა.